განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულის სამგზავრო ჩანთაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 1 კილო და 200 გრამი „კოკაინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
