გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა გენერალურმა პროკურატურამ
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა გენერალურმა პროკურატურამ. საქმე ეხება ავალიანის ოჯახის წევრებისთვის არაერთგზის შეთავაზებულ შეხვედრას და ყველა შემთხვევაში მიღებულ უარს. განმარტებულია ასევე საქმის მასალების გადაცემის პროცედურები. გენერალური პროკურატურა ისევ გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედებისთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხები, ასევე, მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, უზრუნველყოს სხვა პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. განცხადებაში წერია, რომ დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვან პირთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ დრომდე თავს იკავებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან. ავალიანის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი
