თამაზ ხუციშვილის კატალოგი
ეროვნულ არქივში თამაზ ხუციშვილის შემოქმედების ამსახველი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი წიგნი „ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის“ მიერ, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის პორტრეტული ნამუშევრები. საღამო გოდერძი შარაშიას მიერ მომზადებული, თამაზ ხუციშვილის შემოქმედების ამსახველი ფილმით დასრულდა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
