„დიფ სთეითის“ აქტორები
„დიფ სთეითის“ აქტორებზე ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. ამერიკელი კონგრესმენები ეთანხმებიან ტულსი გაბარდის შეფასებას, რომ „დიფ სთეითი“ ტრამპის სამშვიდობო პროცესს ძირს უთხრის, ევროკავშირსა და ნატოს კი, ამერიკის რუსეთთან ომში ჩათრევა სურს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა გაიზიარეს ამერიკის დაზვერვის დირექტორის პოზიცია, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს რუსეთი ევროპის დაპყრობასაც გეგმავს, ომის გახანგრძლივების მხარდამჭერი პროპაგანდის ნაწილია. ტულსი გაბარდის თქმით, მოსკოვს ასეთი ამბიციიებისთვის საჭირო პოტენციალი არ აქვს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
