თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ავთანდილ ჯორბენაძის პროფესიულ მიღწევებზე და დამსახურებებზე ისაუბრეს. ღონისძიებას სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოება, პარლამენტის წევრები, ავთანდილ ჯორბენაძის მეგობრები, ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
