„ახალგაზრდა ლიდერები სახელმწიფო პროგრესისთვის“
„ახალგაზრდა ლიდერები სახელმწიფო პროგრესისთვის“ - ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კონფერენციაზე, მონაწილეებმა განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. პროექტი ექსკურსიებს, ტრენინგებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრებს მოიცავდა. პროექტში 2000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
