იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით გატარებულ რეფორმებს. ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში და გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით, არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
