ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ცრუ იმედებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ილაპარაკა
ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ცრუ იმედებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ილაპარაკა. შალვა პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა იმის მოსმენა, რომ რეალურად, უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღებას არავინ აპირებდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სერიოზული დამოკიდებულების დასტურია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ნატოს წევრობისთვის ძალიან დიდი ფასი გადაიხადა.
