შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაშია
შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაშია. გეკა გელაძეს აეროპორტში თურქი კოლეგა დახვდა. გაიმართა შეხვედრა ორმხრივ ფორმატში. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ალი იერლიქაიამ ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის დროს გაწეული ძალისხმევისთვის, სწრაფი და ქმედითი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, ასევე გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
