გრიგოლ ლილუაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გრიგოლ ლილუაშვილი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. ის გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ედება. საქმე ეხება ქრთამის აღებას. გამოძიება ლილუაშვილს სხვა საქმეებთან ერთად, ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ქოლცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი.
