სასაზღვრო პოლიციამ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მისი დაკავება სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე მოხდა.
