რუსთაველის თეატრში ანსამბლ ,,მარგალიტის“ სოლო კონცერტი - „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართა
რუსთაველის თეატრში ანსამბლ ,,მარგალიტის“ სოლო კონცერტი - „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართა. კონცერტზე, რომელიც ანსამბლის ხუთი წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები. კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
