მმართველი გუნდი რადიკალიზმის და სიძულვილის ენის წახალისებად აფასებს თიბისი ბანკის თანამშრომლობას ნანა დიხამინჯიასთან
მმართველი გუნდი რადიკალიზმის და სიძულვილის ენის წახალისებად აფასებს თიბისი ბანკის თანამშრომლობას ნანა დიხამინჯიასთან. საქმე ეხება ბანკის ერთ-ერთ პროექტს რომელშიც დიხამინჯია მონაწილეობს. ქართულ ოცნებაში ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტის მიერ მისთვის მიუღებელი ადამიანების მიმართ შეურაცხყოფასა და ზიზღის ენის წახალისებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ქრონიკის ზარებს არ პასუხობენ თიბისი ბანკში.
