ელჩების კონფერენცია 2025 დაიწყო
ელჩების კონფერენცია 2025 დაიწყო. დიპლომატებს სიტყვით მიმართეს ხელისუფლების პირველმა პირებმა და პატრიარქმა. ღონისძიებაზე ელჩებს საქართველოს ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის ზრდა, გარე ჩარევები, ხელისუფლების გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა - ეს გზავნილების ნაწილია, რომლებიც კონფერენციაზე გახმოვანდა.
