აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშება იბერია 1999-ის გამარჯვებით დასრულდა
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშება იბერია 1999-ის გამარჯვებით დასრულდა. 11-წლამდე გუნდების ფინალში იბერიამ დინამო თბილისი გიორგი კაკულიას ერთადერთი გოლით დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ვესტ ჯორჯიამ პორტუსს აჯობა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულები. საუკეთესო მოთამაშის პრიზი გიორგი არზიანს, ხოლო მწვრთნელის ზურაბ არზიანს გადაეცა. ტურნირის აღმოჩენა ვესტ ჯორჯიადან ლაზარე შაინიძე გახდა. ბენდელას თასი წელს 35-ედ ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი მონაწილეობდა.
