ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, ილონ მასკის ქონებამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, ილონ მასკის ქონებამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სულ რაღაც 5 დღის წინ ფორბსი მასკის ქონებას 677 მილიარდად აფასებდა და მას ისტორიაში პირველ ადამიანს უწოდება, რომლის ქონებამაც 600 მილიარდს მიაღწია. ამ მომენტისთვის კი ბიზნესმენის ქონება 749 მილიარდ დოლარად ფასდება. მასკის სიმდიდრის მკვეთრი მატება ჟურნალის დათვლის მეთოდის ცვლილებას უკავშირდება და არა მასკის ქონების რეალურ ზრდას. მანამდე დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ბათილად ცნო მასკისთვის 2018 წელს კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული „ტესლას“ აქციების ოფციონების პაკეტი. ამჟამად მათი ღირებულება 139 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სასამართლო დავების პერიოდში, ფორბსი მასკის ქონების გაანგარიშებისას ამ ოფციონების ღირებულების მხოლოდ 50%-ს ითვალისწინებდა, ახლა კი ის სრულად დაითვალა.
