პანამაში ამერიკის სამხედრო შეჭრის 36-ე წლისთავი საპროტესტო აქციით აღნიშნეს
პანამაში ამერიკის სამხედრო შეჭრის 36-ე წლისთავი საპროტესტო აქციით აღნიშნეს. მანიფესტანტები შეერთებული შტატების საელჩოსთან პანამური და ვენესუელური დროშებით მივიდნენ. საელჩოს წინ მათ ამერიკის დროშა და ტრამპის სურათები დაწვეს. 1989 წელს ოპერაცია „სამართლიანი საქმის“ ფარგლებში პანამაში ამერიკული ჯარების შესვლას 500-ზე მეტი პანამელი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ 20 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
