ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს თანამოქალაქეები სტვენით შეხვდნენ
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს თანამოქალაქეები სტვენით შეხვდნენ. ინციდენტი ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ტერორისტული აქტიდან ერთი კვირის თავზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ასობით ადამიანი იყო შეკრებული. ენტონი ალბანეზის გამოჩენას სანაპიროზე სტვენა და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. ავსტრალიის პრემიერი ანტისემიტიზმთან ბრძოლის უუნარობაში დაადანაშაულეს. თავდასხმა ბონდის სანაპიროზე ხანუკის დღესასწაულის აღნიშვნისას მოხდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
