უკრაინის პრეზიდენტი მისი ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, მასთან ყოველდღიურ ურთიერთობას აგრძელებს
უკრაინის პრეზიდენტი მისი ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, მასთან ყოველდღიურ ურთიერთობას აგრძელებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი“ წერს. „ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის ოფისში და აღარ ხელმძღვანელობს პროცესებს 24-საათიან რეჟიმში, თუმცა, მუდმივად ხაზზეა, საღამოობით კი პრეზიდენტთანაა მის სახლში“, - ნათქვამმია სტატიაში.
