საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინმა ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ მზადყოფნა გამოთქვა
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინმა ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ მზადყოფნა გამოთქვა. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ, რა ფორმატში შეიძლება შედგეს კრემლის ლიდერთან კომუნიკაცია. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ პუტინთან დიალოგის ახდენაა საჭირო, რაზეც კრემლის პრესმდივანმა უპასუხა, რომ პუტინი ფრანგ კოლეგასტან დიალოგისთვის მზად არის.
