რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ამბობს, რომ უკრაინისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები შეთანხმების მიღწევას აფერხებს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ამბობს, რომ უკრაინისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები შეთანხმების მიღწევას აფერხებს. „დარწმუნებული ვარ, ის დებულებები, რომელთა დამატებასაც ევროპელები ცდილობენ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ნამდვილად არ აუმჯობესებს“,- აცხადებს უშაკოვი. მისივე თქმით, ამჟამად რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრის ინიციატივა არ განიხილება.
