ორბანი: უკრაინის დაცემა სერიოზული პრობლემა იქნება უნგრეთისთვის
„უკრაინის დაცემა სერიოზული პრობლემა იქნება უნგრეთისთვის“,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის დამარცხებით, რადგანაც ეს კატასტროფული იქნება მისი ქვეყნისთვის. როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, უნგრეთი მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებით არის დაინტერესებული და არ უჭერს მხარს უკრაინის არმიის დაფინანსებას, რადგანაც თვლის, რომ უკრაინა ევროპას ასუსტებს და არ აძლიერებს.
