პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას აძლიერებს
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას აძლიერებს. ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარტიის დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა კონგრესსა და ტრამპის ადმინისტრაციაში. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები ამბობენ, რომ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სასამართლო ძალადობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ ქსელებზე.
