კაია კალასის აღიარება
კაია კალასის მიერ საკუთარი სიცრუის აღიარებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ის თავისი მიზნებისთვის პოლიტიკურ ოპონენტებსა და სახელმწიფოებს დასაზიანებლად გამიზნულად ესხმის თავს. თბილისში ხაზგასმით ამბობენ, რომ კალასი სხვების მისამართით მიზანმიმართულად იყენებს ცილისწამებას, რის მაგალითადაც საქართველოსთან მიმართებით მისი ქმედებები მოჰყავთ. ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამება აღიარა. კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკოსს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა.
