ევროკომისიის პოლიტიკურად ანგაჟირებული ანგარიში და დამალული რეალური ფაქტები
ევროკომისიის პოლიტიკურად ანგაჟირებული ანგარიში და დამალული რეალური ფაქტები. კომისია მალავს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს, რომლის მიხედვით უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სავალალო მდგომარეობაა. ამ ფონზე კი საქართველოსთან მიმართებით მათი კრიტიკა, უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტოვირებულია მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის. გაფართოების შესახებ, ევროკომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი, ქვეყნების შემთხვევაში მიმოხილულია ექვსივე თავი, უკრაინასა და მოლდოვას კი მხოლოდ 4 თავი ეძღვნება, რადგან მიზანმიმართულად ამოღებულია მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე. რატომ დამალეს ფაქტები, კითხვით „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს მიმართა.
