ფრანგმა ფერმერებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
ფრანგმა ფერმერებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ქალაქ ობონში მათ ქუჩაში ცხვრების ფარა ჩაატარეს. ფერმერებმა ევროკავშირსა და მერკოსურის გაერთიანებას შორის დაგეგმილი შეთანხმება გააპროტესტეს, რომელიც მათი თქმით, ევროპულ ფერმერებს სერიოზული რისკის წინაშე დააყენებს. შეთანხმება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს.
