მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგასთან დიალოგისთვის მზადაა
მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგასთან დიალოგისთვის მზადაა. კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პუტინთან სასაუბროდ მზად იყო, ახლა კი დიალოგისთვის მზადყოფნას რუსეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს. მისივე განცხადებით, თუ ორმხრივი პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა იპოვოს გზა რუსეთის ლიდერთან დიალოგისთვის.
