„მე აფხაზეთისთვის“
„მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის ღონისძიების სპეციალური ჯილდო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცემა. ღონისძიების ფარგლებში „მანდარინი“ წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცამეტმა წარმატებულმა აფხაზეთელმა მიიღო, რომლებმაც საკუთარი პროფესიული მიღწევები აფხაზეთს დაუკავშირეს. ტრადიციად ქცეული ღონისძიება მეექვსე წელია ტარდება.
