სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. რეკრუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს რეკრუტირების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.
