სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსის მონაწილეებმა, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან გამართეს შეხვედრები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსის მონაწილეებმა, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან გამართეს შეხვედრები. მსმენელებმა შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია, გაიარეს სიმულაციური სწავლებები: საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების წესები. სასწავლო პროგრამის ეფექტიანობის მიზნით პირველად გამოიყენეს მოდელირების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა სავარჯიშოების მეშვეობით წარმოაჩინეს და განამტკიცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
