სურამში მონასტრის ქურდობის ფაქტზე ერთი ადამინი დააკავეს
სურამში მონასტრის ქურდობის ფაქტზე ერთი ადამინი დააკავეს. მან შესაწირი ყუთიდან თანხა და სხვა საეკლესიო ნივთები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ინფორმაციით, ეს მონასტერი ბრალდებულმა წარსულშიც გაქურდა. მოპარული ნივთები და თანხის ნაწილი პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო. დაკავებულ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
