კაია კალასის აღიარება
რამდენად აქვს კაია კალასს თანამდებობაზე ყოფნის მორალური უფლება? რიტორიკულ კითხვას თბილისში მას შემდეგ სხვამენ, რაც თავად კალასმა აღიარა, რომ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა. საკუთარი წარმატებისთვის, სხვების მისამართით ცილისწამებას მიზანმიმართულად იყენებს და სახელმწიფოებს თავს ესხმის. ასეთია შეფასებები მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციაში. ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამება აღიარა. კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკოსს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კალასი ვალდებული იყო მისი განცხადების საჯარო უარყოფა გაეკეთებინა. სამშაბათს, უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო კაია კალასის საჩივარი და ამგვარად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უნდა უარყოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ პოლიციას ვოგლაიუსა და SAPTK-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ.
