ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში „ექსელსიორი“ – „ცვოლეს“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში „ექსელსიორი“ – „ცვოლეს“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, გამარჯვების ბურთი კი 78-ე წუთზე 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. ეგოიანის ანგარიშზე მიმდიანარე ჩემპიონატში გამართულ 14 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია. „ექსელსიორი“ კი 19 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა.
