სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში წლევანდელ სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში წლევანდელ სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. „ტორონტო“ საკუთარ დარბაზში „ბოსტონთან“ 96:112 დამარცხდა. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მასპინძლების რიგებში 30 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა ცხრიდან ექვსი სამქულიანი და ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. სანდრომ ბურთი ორჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო. 17 მოგებითა და 12 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.
