ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება. „ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ირანი, ურანის გამდიდრების ობიექტების აღდგენას იწყებს. განსაკუთრებულ საფრთხედ განიხილება ირანის სარაკეტო პოტენციალის სწრაფი ზრდა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენა. დასავლური სადაზვერვო წყაროების შეფასებით, თეირანს თვეში 3 ათასამდე რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ისრაელს, ისე რეგიონს. წყაროების ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დეკემბრის ბოლოს ფლორიდაში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, სადაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარები განიხილება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ ირანის შეკავებისთვის დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.
