ზელენსკი: უკრაინის ტერიტორიული კომპრომისი შეიძლება ფრონტის ხაზზე შეჩერება იყოს
„უკრაინის ტერიტორიული კომპრომისი შეიძლება ფრონტის ხაზზე შეჩერება იყოს“,- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ონლაინ-ჩართვისას განუცხადა. მისივე თქმით, სამართლიანი იქნება, რუსები დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ, უკრაინელები კი იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რომელსაც აკონტროლებენ. ტერიტორიების დაბრუნებას, ზელენსკის თქმით, უკრაინა დიპლომატიური გზით შეეცდება.
