უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას გმირი უწოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას გმირი უწოდა. ქალაქ სეგედში გამართულ მიტინგზე სიტვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბარტ დე ვევერმა ბრიუსელის სამიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან არნახულ ზეწოლას გაუძლო და მათ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების უფლება არ მისცა.
