წლის საანგარიშო ღონისძიება გამართა, თბილისის მუნიციპალური სერვისის „60+ – კლუბმა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“
წლის საანგარიშო ღონისძიება გამართა, თბილისის მუნიციპალური სერვისის „60+ – კლუბმა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც უფროსი თაობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოეწყო, კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი და კლუბის წევრებს სიგელები გადაეცათ. კლუბის წევრებისთვის ყოველდღიურად ტარდება ფიზიკური ვარჯიშები, ხატვის, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, მასტერკლასები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები. აქტიური სოციალიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მონაწილეთა ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ის თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პროექტია. მომავალი წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, კლუბი დაიწყებს თაობათა შორის საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივად კლუბის წევრებს ინგლისურ ენას შეასწავლიან.
