ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, საზოგადოებას წარუდგინა. განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის 38 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოწესრიგდა გზები, სანიაღვრე ქსელი, მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი. კორპუსებში შეიცვალა სახურავები, შეკეთდა ლიფტი, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდა სკვერები და საჯარო სკოლები. გამგებლის ირკალი ანდღულაძის ინფორმაციით, 18 ათასამდე ბენეფიციარი დაფინანსდა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით.
