სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა. 65 მსმენელს, ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან. მონაწილეებმა, შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია, გაიარეს სიმულაციური სწავლებები: საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების წესები. სასწავლო პროგრამის ეფექტიანობის მიზნით პირველად გამოიყენეს მოდელირების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა სავარჯიშოების მეშვეობით წარმოაჩინეს და განამტკიცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
