როგორი ფორმით უნდა გაიმართოს აქციები დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
როგორი ფორმით უნდა გაიმართოს აქციები დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას და სავალდებულო მითითებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება. შეკრება უნდა ჩატარდეს 19:00 დან ღამის 12 საათამდე. მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს.
