უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს დაშლას უწინასწარმეტყველებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს დაშლას უწინასწარმეტყველებს. მწვავე კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი კრედიტი გახდა. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ გაერთიანების დაშლის პროცესი დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ მისი სასწრაფო რეორგანიზაცია არ დაიწყება, ევროკავშირი აღარ იარსებებს.
