ევროკავშირის ქვეყნები 2028 წლიდან პროცენტის სახით ყოველწლიურად სამ მილიარდ ევროს გადაიხდიან
ევროკავშირის ქვეყნები 2028 წლიდან პროცენტის სახით ყოველწლიურად სამ მილიარდ ევროს გადაიხდიან. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ევროკომისიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარასკევს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილ 90 მილიარდ ევროს მოიზიდავენ.
