უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს „ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი“ უწოდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს „ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი“ უწოდა. სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ახსენებს, რომ მის ქვეყანაში გაზის 58% და ელექტროენერგიის 44%-ის იმპორტი სწორედ უნგრეთიდან ხორციელდება და ურჩევს, ცოტა უფრო მოკრძალებული იყოს.”მე არაერთხელ გითხარით, რომ თქვენი ომი რუსეთთან არ არის ჩვენი ომი და ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ“ - წერს სიიარტო
