გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედაში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქედაში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილმა სოფელ მახუნცეთში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია „ძმები ავალიანების მარანი“ დაათვალიერა. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო 2023 წელს, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიქმნა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, სამინისტრო განაგრძობს რეგიონებში აგროსაწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას. აჭარაში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში ორ-ნახევარი მილიონი ლარის თანადაფინანსებით, ოთხი საწარმო შეიქმნა
