„მაიას თასი 2025“ ქუთაისში პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში დასრულდა
„მაიას თასი 2025“ ქუთაისში პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში დასრულდა. შეჯიბრება სამ დღეს გაგრძელდა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის და ამერიკის 340-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები, ფიდეს ოსტატები ქალთა და მამაკაცთა შორის. მაია ჩიბურდანიძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა
