„აფხაზეთი მე ვარ“ - ფილმის მე-7 ნაწილის ჩვენება და შემოქმედებითი საღამო კონსტანტინე გამსახურდიას სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა
„აფხაზეთი მე ვარ“ - ფილმის მე-7 ნაწილის ჩვენება და შემოქმედებითი საღამო, კონსტანტინე გამსახურდიას სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. პროექტს, რომლის ფარგლებში 7 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმია გადაღებული, სამოქალაქო ორგანიზაცია ,,მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის“ განაგრძობს. ორგანიზაცია სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მიზნად ისახავს ამ პოლიტიკის გამტარებელი გახდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით
