თურქეთში, კოჯაელის პროვინციაში რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან 10“ ჩამოვარდა
თურქეთში, კოჯაელის პროვინციაში რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან 10“ ჩამოვარდა. უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. დრონს დეტალური კვლევა უტარდება. ეს თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში დრონებთან დაკავშირებით მეორე ინციდენტია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან მოფრენილი „უკონტროლო“ დრონი ჩამოაგდეს
