რუსეთი მზადაა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაფიქრდეს
რუსეთი მზადაა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაფიქრდეს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რუსეთი უკრაინის სიღრმეში დარტყმებისგან თავს შეიკავებს, თუმცა თუ უკრაინა არჩევნების გამოყენებას რუსული ძალების წინსვლის შესაჩერებლად აპირებს, არასწორ არჩევანს აკეთებს
