ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გამორჩეული საჯარო მოხელეები, ასევე, სახელმწიფო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეები. მოეწყო ქუთაისის თვითმმართველობის 150 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა და მას ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ
